პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი შედგა.
დავით უსუფაშვილმა დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.
სპიკერის შეფასებით, ორი თვის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები დაძაბული ვითარებებაში მიმდინარეობდა და ორჯერ უმცირესობამ საპარლამენტო საქმიანობაზეც უარი განაცხადა, მაგრამ საბოლოო ჯამში, პარლამენტი შედგა.
„შედგა არა მხოლოდ იმის გამო, რომ უმრავლესობამ მართვის სადავეები აიღო ხელში, არამედ იმის გამო შედგა, რომ საკანონმდებლო ორგანო უმცირესობისა და უმრავლესობის თანაარსებობის ადგილად იქცა. მხარეებს შორის ათ პროექტზე იყო სრული კონსესუსი და თანამშრომლობა. ჯანსაღი პოლიტიკური დებატების კულტურა დაფუძნდა არა მხოლოდ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, არამედ მთავრობასა და პარლამენტს შორისაც“, - განაცხადა სპიკერმა.
უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი განისაზღვრება.
„იქმნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტი ძველ შენობაში დაბრუნდეს. იმ შენობის დღის წესრიგში მოყვანისთვის სამუშაოები უკვე დაიწყო. გამოცხადდდა ტენდერი და სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დაიწყება. გაზაფხულის ბოლოდან ალბათ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ძველ შენობას დაუბრუნდეს, ამ შენობის ფუნქციის საკითხსაც პარალელურ რეჟიმში გადავწყვეტთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.