ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს უახლოეს მომავალში წარადგენს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო მოლაპარაკებებს ორ კანდიდატთან აწარმოებს და ის უახლოეს დროში დასრულდება.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ თავისი ნებით გადაწყვიტა, რომ დატოვოს თანამდებობა, რადგან შემოთავაზება კერძო სექტორიდან მიიღო. ჩვენ ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ორ კანდიდატთან, რომელთა ვინაობას ჯერჯერობით ვერ დავასახელებ, თუმცა აღნიშნული მოლაპარაკებები ძალიან მალე დასრულდება და ახალ ხელმძღვანელს უახლოეს მომავალში წარვადგენთ" - განაცხადა კვირიკაშვილმა.
2013 წლის 1 იანვრიდან ტურიზმის ეროვნული ამდინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.