დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივი დღეს მე–20 საუკუნის 80–იანი წლების რამდენიმე სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო დოკუმენტს გამოაქვეყნებს.
მათ შორის არის მნიშვნელოვანი ცნობები ბრიტანეთ-არგენტინის ფოლკლენდის ომის,ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის როლანდ რეიგანის ბრიტანეთში ვიზიტის დეტალები და ინფორმაცია ტეტჩერ-ბრეჟნევის „დაპირისპირების“ შესახებ.
1981 წლის19 დეკემებერს სსრკ-ს მაშინდელი გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი 75 წლის იუბილეს აღნიშნავდა, თუმცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა უარი განაცხადა მისთვის დაბადების დღის მილოცვაზე. მიზეზად სსრკ-ს მიერ ავღანეთში წარმოებული ომი დაასახელა.
საიდუმლო დოკუმენტებში შენახულია ტეტჩერის მთავარი ოფისის ხელმძღვანელის ლორდ პიტერ კარინგტონის წერილი, რომელიც აღნიშნავს,რომ “ უხერხულია რამდენიმე სიტყვიანი მილოცვა მაინც არ გაეგზავნოს „ბრეჟნევს მაშინ,როდესაც გერმანიის,საფრანგეთის ამერიკის ლიდერები ლეონიდ ბრეჟნევისთვის მილოცავას აპირებენ.
ლორდი პრემიერმინისტრს 11 სიტყვისგან შემდგარ მისალოც ბარათის ნიმუშასაც უგზავნის.
თუმცა, მარგარეტ ტეტჩერმა ამ ბარათს რეზოლუცია დაადო. „ავღანეთი? არ ვფიქრობ მისალოცი ბარათი უნდა გაეგზავნოს“.