ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ პაკისტანურმა ორგანიზაციამ 22 პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე გაიტაცა. ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
პაკისტანის სამართალდამცავთა ინფორმაციით,თალიბებმა 2 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს,ერთიც მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული.
ისლამისტურმა დაჯგუფებამ პეშავართან ახლოს განლაგებულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა, თუმცა ამ ოპერაციზეპასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.
პროვინცია ჰაიბერ-პახტნხვას ნაწილი, სადაც პეშავარი მდებარეობს, თალიბების მიერ კონტროლდება, ისინი პერიოდულად აწყობენ ტერაქტებს მეჩეთების და ბაზრობების სიახლოვეს. განხორციელებული ტერაქტების შედეგად გარდაცვლილი პაკისტანელების რიცხვმა ათასს გადააჭარბა.