ეგვიპტის პროკურატურა ოპოზიის ლიდერების -ნობელის პრემიის ლაურეატის, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის მოჰამედალ-ბარადეის,არაბული სახელმწიფოების ლიგის ყოფილი თავმჯდომარის ამურ მუსას და მემარცხენეთაპარტიის ლიდერის ჰამდინ საბაჰის საქმით დაინტერესდა.
სავარაუდოდ, მათ ეგვიპტის პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობაში წაეყენებათ ბრალი.
სამივე მათგანი ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის უფლებების გაზრდის და ახალი კონსტიტუტუციის მიღების საპროტესტო აქციების ხელმძღვანელობდნენ.
ლიდერების მიერ შექმნილი „ეროვნული გადარჩენის ფრონტი“ იმ ყველა საპროტესტო აქციას ედგა სათავეში,რომელიც პრეზიდენტის მომხრე ისლამისტების წინააღმდეგ ქუჩის შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.