საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, საქართველოს ვადამდელი არჩევნები არ სჭირდება.
როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, მაჭავარიანმა განუცხადა, რამდენიმე საკითხზე უმრავლესობასთან კონსულტაციები მიდის და სამსჯელო ბევრი საკითხია.
„ვადამდელი არჩევნები საქართველოს არ სჭირდება. ქვეყანას განვითარება სჭირდება. ნუ გაასწრებთ მოვლენებს, დაელოდეთ პროცესებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.