ევროპელები კრიზისი შესახებ ღიად და აქტიურად შობის დღესასწაულის დღეებში ალაპარაკდნენ, გარდა იმის, რომ ევროპაში წინასაახალწლო ფასდაკლება აქტიურად ჩავარდა და მაღაზიების ქსელებმა დიდი დანაკლისი განიცადეს, ევროპელები უკმაყოფილონი აღმოჩნდნენ მიღებული საჩუქრებითაც.
რას ჩუქნიან ყველაზე ხშირად ევროპელები საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე ერთმანეთს?
საქველმოქმედო ორგანიზაციის „საისერვისის“ გამოკითხვის შედეგად, მიღებული საჩუქრების სია ასე დალაგდა.
ევროპელთა 31%-მა განაცხადა, რომ ის საჩუქრად პირადი ჰიგიენის ნივთებს იღებს, 23%-ის განცხადებით, სასაჩუქრე ყუთებში წითელ პომპონებიანი ქუდები ხვდებათ, ხოლო 17%-ის განცხადებით კი შარფებს, ხელთათმანებს და ქუდებს იღებენ. ირმებიანი შალის პულოვერებმა სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა, მათ წიგნები, შოკოლადის კანფეტები, წინდები, კომპაქტ-დისკები მოჰყვება.
ევროპელების განცხადებით, ყველაზე უსარგებლო საჩუქრებს მათ მეგობრები, კოლეგები, სიდედრები და დედამთილები ჩუქნიან.