ჰოლივუდელი კერძო დეტექტივის პოლ ჰიუბლის განცხადებით, ცნობილი მომღერლის უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგენილია. ამ განცხადებას ჰიუბლი ამერიკულ გამოცემა The International Business Times-სთან აკეთებს.
ჰიუბლის მტკიცებით, მას საკმაო მტკიცებულებები გააჩნია იმისთვის,რომ ჰიუსტონის გარდაცვალების რეალურ მიზეზად მკვლელობა დაასახელოს. ის მსხვერპლი გახდა ცნობილი ნარკოტიკების მოვაჭრის, რომელმაც ბანდიტები მიუგზავნა ჰიუსტონს საკმაოდ დიდი ვალის ამოსაღებად.
დეტექტივის განცხადებით, არსებობს ვიდეოკამერა, სადაც დაფიქსირებულები არიან ჰიუსტონის მკვლელები, მომღერლის ვალი კი 1,5 მილიონ დოლარს აჭარბებდა.
„სასტუმრო Beverly Hilton-ის ვიდეოკამერამ დააფიქსირა ის ბანდიტები, რომლებიც მომღერლის ნომერში შეიჭრნენ. მის სხეულზე კი აღმოჩენილია ტრავმები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გარდაცვლილი თავდამსხმელებს წინააღმდეგობას უწევდა“,-აცხადებს დეტექტივი.
უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 11 თებერვალს სასტუმრო Beverly Hilton-ის ნომერში, აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. მომღერალი ლოს-ანჯელესში ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის „გრემის“ დაჯილდოების გადაცემის ცერემონიალზე დასასწრებად ჩამოვიდა.
სამართალდამცავთა განცხადებით, ჰიუსტონის სიკვდილის ოფიციალური ვერსია ასფიქსია გახლდათ, ხოლო მათი მტკიცებით, მომღერლის სხეულზე რაიმე ძალადობის კვალი არ აღმოჩენილა. მასმედია კი მომღერლის სიკვდილს ნარკოტიკებს და სასმელს უკავშირებდა.
უიტნი ჰიუსტონის ნარკოდამოკიდებულებაზე პრესა 2000 წლიდან წერდა, ბოლო მკურნალობის კურსი მომღერალმა 2010 წლის მაისში ჩაიტარა.