გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის იუსტიციის მინისტრის თომას კუჩატის განცხადებით, სახელმწიფომ დასჯის სისტემის სრულყოფილება უნდა მოახდინოს. მინისტრის აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში, ციხეში ჩასმის სანაცვლოდ, პატიმრებმა ქუჩები უნდა დაასუფთაონ, ზოგიერთ დანაშაულზე კი მართვის მოწმობის ჩამორთმევით დაკმაყოფილდნენ, თუმდაც, მაგალითად გადასახადებისგან თავის არიდების შემთხვევაში, რადგან მართვის მოწმობის ჩამორთმევა, უფრო ეფექტურად იმუშავებს.
საგზაო წესების დარღვევისთვის კი, არსებული კანონმდებლობის თანახმად, დამნაშავე თუ ჯარიმას არ ან ვერ იხდის, მას ციხეში სვამენ. ამ შემთხვევაში კი სახელმწიფო ორმაგად ზარალდება, უმჯობესია დამნაშავეს მართვის მოწმობა ჩამოერთვას და ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, დაუბრუნდეს. პატიმრების შენახვა ერთი დღით, გერმანიას 111 ევრო უჯდება, ამიტომ ჯობია, მათ ქუჩები დაასუფთაონ, ვიდრე საპატიმროში იჯდნენ.