საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახი კალაძის შეფასებით, აზერბაიჯანში შეხვედრებმა უაღრესად მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა.
კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, არსებობს თანამშრომლობის გეგმა, რომელიც ახალი კონტრაქტების გაფორმებას ისახავს მიზნად.
ამის შესდახებ კახა კალაძე სოციალურ ქსელ „facebook“ - ის საკუთარ გვერდზე წერს.
„დავბრუნდით ჩვენი პირველი ოფიციალური ვიზიტიდან, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართა. შეხვედრებმა უაღრესად მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა. გვაქვს თანამშრომლობის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს, ორ ქვეყანას შორის, ახალი კონტრაქტების გაფორმებას“, - განაცხადა კალაძემ.