ლოს-ანჯელესის პოლიცია ამერიკელ მოქალაქეებს, რომლებიც იარაღს ნებაყოფლობით ჩააბრებენ, სასაჩუქრე ბარათებში უცვლის.
ეს იდეა ქალაქის მერს ანტონიო ვილიარაიგოსს ეკუთვნის, რომელმაც ასეთი გზით გადაწყვიტა ნიუტაუნის სკოლაში მომხდარი სისხლიანი დრამის შემდეგ, იარაღის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიას შეერთებოდა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის ოფიცრები ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე 200$-ის ღირებულების ბარათებს, ხოლო პისტოლეტზე 100$-ის ღირებულების ბარათებს უცვლიან.
The Los Angeles Times-ის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის განმარტებით, მსგავსი აქცია ხელს ვერ შეუწყობს დანაშაულთან ბრძოლის გზას, რადგან როგორც წესი, მოქლაქეები ძველ ან მემკვიდრეობით გადაცემულ იარაღს აბარებენ, ჩაბარებულის სანაცვლოდ კი ახალს ყიდულობენ.