ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში , 1-ელ ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის შესახებ ინფორმაცია ეუთო-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართა და მოქალაქეთა აქტიური დასწრებაც იყო. კამპანიას თან ახლდა მშვიდობიანი აქციებიც. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ხისტი რიტორიკა და ძალადობის რამდენიმე შემთხვევა.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვაობა სახელმწიფო პოლიტიკასა და მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის აქტივობებს შორის ხშირად ბუნდოვანი იყო.
„სადამკვირვებლო მისია ახალ საარჩევნო კოდექსს აფასებს, როგორც ხელისშემწყობს დემოკრატიული არჩევნებისთვის, აღნიშნავს რა, რომ განხორციელებული იქნა ზოგიერთი წინამდებარე რეკომენდაცია, მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატების დაშვებისა. თუმცა, კვლავაც რჩება ისეთი ნაკლოვანებები, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობის ფაქტორის უგულვებელყოფა საარჩევნო მანდატების გაცემისას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში არის ასევე რეკომენდაციაც მოცემული, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს ეს ნაკლოვანებებეი სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელიც არეგულირებს პარტიისა და კამპანიის ფინანსებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების დროს ახალი ამბების გაშუქების და არჩევნების დროს ამომრჩეველთა სიების ზუსტი ბალანსი.