ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან" როლანდ ახალაიას, შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს.
ტელეკომპანია „მაესტროს" ინფორმაციით, ამის შესახებ სამეგრელოს საოლქო პროკურორმა, ვალერი იოსავამ განაცხადა.
მიზეზად მან დაკითხვაზე ახალაიას გამოუცხადებლობა დაასახელა.
„როლანდ ახალაიას ძალიან მძიმე ბრალდება აქვს. ეს არის დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტები. ამ მძიმე ბრალდებას უნდა პასუხის გაცემა. თუ არ გასცემს, ჩვენ მას იძულებით ვერ და არც მოვიყვანთ. ვინაიდან ის არის პარლამენტის წევრი, ჩვენ გვაქვს ერთადერი გზა - მივმართოთ ჩვენს ზემდგომს და ის მიიღებს ზომებს. ჩვენი შუამდგომლობა იქნება ისეთი, რომ ის გამოწვეული იქნას პარლამენტიდან. ჯერ უნდა გამოიწვიო პარლამენტიდან, შემდეგ წაუყენო ბრალი. ბრალი მომზადებული გვაქვს და დადასტურებულად მიგვაჩნია. ეს არის ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა"- განაცხადა