უკრაინელების 51%-ზე მეტი რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების წინააღმდეგნია, 41%-მა თანხმობა განაცხადა, 8%-მა კი თავი შეიკავა. ამ მონაცემებს უკრაინის სოციოლოგიური ცენტრი „რეიტინგი“ აქვეყნებს.
ცენტრის ინფორმაციით, გამოკითხულ რესპოდენტთა ნახევარზე მეტი რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების წინააღმდეგია, ნახევარს კი ეს იდეა არ მოსწონს. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფო ენად უკრაინული ენაა გამოცხადებული. თუმცა, უკრაინის რადა 2012 წლის ივლისში დაეთანხმა კანონპროექტს რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ, რომელმაც ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.
კანონპროექტის მიხედვით, რუსული ენა სახელმწიფო ენად ითვლება იმ რუსულენოვან რეგიონებში ,სადაც მოსახლეობის 10%-ი რუსულენოვანია, ასეთი რეგიონი კი უკრაინაში 27-დან 13-ია.