პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ.
ინიციატივის ავტორის, ირინა იმერლიშვილის ინიციატივით შესაბამის დადგენილების პროექტი პარლამენტში უკვე მომზადდა.
მისი განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით, უმცირესობასთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
„გამოიკვეთა პერსპექტივა, პარლამენტს აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეთანხმებული ვარიანტი წარვუდგინოთ“, - დასძინა მან.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთლიანად მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის, მის ხელმძღვანელს კი, პრეზიდენტის ნაცვლად თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.