საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ორთვინ ჰენიგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
ასევე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და აღნიშნული თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების აუცილებლობას.
ელჩმა დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.