როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელის გენადი ონიშენკოს განცხადებით, ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, ისინი ქართველ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს განაახლებენ.
„ამ გაჭიანურებული დღესასწაულების შემდეგ, ჩვენ მოლაპარაკებებს განვაახლებთ“,-განაცხადა ონიშენკომ.
როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რეგისტრაცია მოხდება რუსულ ბაზარზე , შემდეგ უკვე გაიცემა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვების სერთიფიკატი, თუმცა ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ, შესაძლებელია რუსი ექსპერტების საქართველოშიც ჩასვლაც.