საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ამ დრომდე, არ გადაგზავნია.
როგორც from.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, მან გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალურად დარეკა და დოკუმენტი უწყებაში 23:00 საათზე საათზეც კი არ იყო გადაგზავნილი.
„კანონპროექტი არ არის გადაგზავნილი. არ არის სწორი, როდესაც უმრავლესობის წევრებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა. ეს დოკუმენტი აქედან გაგზავნილი არ იყო“, - აცხადებს დეპუტატი.
რაც შეეხება იმას, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს თუ არა, კანონმდებელი საზოგადოებას მოვლენების დალოდებას ურჩევს.
„მოვლენებს უნდა დაველოდოთ. ჯერ წავიდეს და იქნებ ყველაფერი სხვანაირად ხდება“, - დასძინა მან.