თბილისის მერი, გიგი უგულავა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ახვლედიანის დაკითხვაზე დაბარებას, პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.
უგულავას განცხადებით, ეს დაბარების, დაკითხვის თუ უნიჭო დაშინების პირველი ფაქტი არაა.
„რამდენადაც ვიცი, ის რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით დაიბარეს. თვითონ დაბარების, დაკითხვის თუ უნიჭო დაშინების ფაქტი პირველი არაა. საზოგადოება ჯერ შეეჩვია და შემდეგ უკვე დაიღალა ამ ყევლაფრით. თუ ეს ემსახურება იმას, რომ არსებულმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტები გაანადგუროს, მაშინ ეს ძალიან უნიჭო მცდელობაა. არა მგონია, რომ სამართლიანობის აღდგენის დეკლარირებულ სურვილს ეს ყველაფერი ემსახურებოდეს“,- განაცხადა უგულავამ.