Financial Times- ის ინფორმაციით, 2012 წლის ბოლოსთვის მშობლების გემოვნებამ ტექნიკური პროგრესი განიცადა და შვილები ნაძვისხესთან საახალწლო სათამაშოების ნაცვლად... გაჯეტებს,აიპოდებს და მობილურ ტელეფონებს პოულობენ.
მსოფლიოს ყველაზე მსხვილი საბავშვო სათამაშოების მაღაზიების ქსელის
Mattel და Hasbro -ს წარმომადგენლები აცხადებენ,რომ სამი წლის ბავშვებს არა მულტფილმების გმირებს ან თვითმფრინავების კონსტრუქციებს, არამედ , Amazon Kindle Fire ან iPad-ებს ჩუქნიან. მათი განცხადებით, ბავშვები თითქმის ონლიან რეჟიმში ცხოვრობენ და ინტერნეტ თამაშებს თამაშობენ, ბარბის თოჯინა და ცნობილი Hot Wheels-ს სათამაშო მანქანები კი მაღაზიის თაროებზე ისვენებენ.
ექსპერტთა განმარტებით, კი ხუთწლამდე ასაკის ბავშვების კომპიუტერთან ურთიერთობა მათ მათემატიკის, მუსიკის და უცხო ენების შესწავლას გაუადვილებს.