ამერიკულმა გამოცემამ Wired–მა პლანეტის ყველაზე საშიში ადამიანების სია გამოაქვეყნა.
ამ სიაში ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მურსი,ამერიკის ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელის დევიდ პეტროუსის საყვარელი პოლა ბროდუელი, ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტი 3D-იარაღის პროექტის ავტორი კოდი უილსონი, ინტერნეტში ბარაკ ობამას მრჩეველი ტერორიზმთან ბრძოლაში ჯონ ბრენანი, ცნობილი რუსი პროგრამისტი ევგენი კასპერსკი შევიდნენ.
საინტერესოა, რომ ამ სიაში ნამდვილი დამნაშავე მხოლოდ ერთი მოხვდა. ეს მექსიკელი ნარკობარონი ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანია.
გამოცემის მესვეურებმა სიაში მეორე ადგილზე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს მიანიჭეს, პირველი ადგილი კი ირანელ სამხედრო შატბის ხელმძღვანელს კასამა სოლეიმანს ხვდა წილად.