თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციას შპს „ვერნიცკი & კომპანი" განახორციელებს.
კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამის კონკურსში გამარჯვებულად სწორედ აღნიშნული კომპანია გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის საკონკურსო კომისიის მიერ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე კონკურსი 2012 წლის 12 დეკემბერს გამოცხადდა.
„#649 კონკურსში შპს „ვერნიცკი & კომპანის" მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება შეესაბამება საკონკურსო განცხადებაში მოცემულ მოთხოვნებს და შპს „ვერნიცკი & კომპანი" გამოცხადდა გამარჯვებულად" - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსისა და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ მარაქველიძის წერილში, რომელიც მან აღნიშნულ კომპანიას გაუგზავნა.
ამასთან, პარლამენტის შენობის რეკონსტურქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.