საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების შესწავლის მიზნით გრძელდება გამოძიება.
ამ საკითხზე, საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფება საკრებულოსთავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი, რომელიც 2006 –2010 წლებში თბილისისვიცე- მერი, ამავე დროს ადმინისტრაციის უფროსი იყო.
მ. ახვლედიანს შესაბამისი უწყება გუშინ ჩაბარდა.
„გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ფართით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ პირობა დადებული ხელშეკრულებით 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთერთ შპს - ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე რომ აღნიშნულ შპს -ს არ ჰქონდა დაწყებული საამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 000 000 აშშ დოლარად.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე მოწმის სახით უკვე დაიკითხნენ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის იმჟამინდელი წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ხსენებულ საკითხთან. გამოძიების მიერ, ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტები სხვადასხვა უწყებიდან და მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.