აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე მოლაპარაკებები გაიმართება - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ბაქოში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.
„ზოგადი საუბარი იყო ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით ზამთრის პერიოდში, რომლის აუცილებლობას მოითხოვს ჩვენი ქვეყანა, ენერგეტიკა, იმისათვის, რომ უპრობლემოდ გადავიტანოთ ზამთარი. ეს ეხება განსაკუთრებით სამ თვეს - იანვარი, თებერვალი, მარტი. ვფიქრობ, ყველაფერი დადებითად ჩაივლის. როგორც მოგეხსენებათ, იმპორტის ნაწილს ვიღებთ რუსეთიდან და გვაქვს იმის აუცილებლობა, რომ გარკვეული ნაწილი გვქონდეს აზერბაიჯანიდან და ამაზე გვექნება მოლაპარაკებები დეტალურად ამ შეხვედრის მერე"- აღნიშნა კალაძემ.