„საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე სადემარკაციო ხაზები ყოველგვარი დიდი სკნადალის გარეშე გაივლება“, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძნა ივანიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება საზღვრის დემარკაციას, შევეხეთ ყველა საკითხს, მაგრამ რა თქმა უნდა, მსჯელობა ამაზე არ დაგვიწყია. ორივე მხარემ ვიცით, რომ საკითხი გადასაწყვეტია. აქვე გეტყვით, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიმართ ბევრი საქებარი სიტყვები გამოვთქვი. სააკაშვილი ლაპარაკობდა, რომ აშენებდა და სინამდვილეში აშენებეულია ბაქო. სიხარულით აღვნიშნავ, ჩვენი მეგობარი ქალაქის ასეთ მიღწევებს, რომ ერთნი საუბრობენ, მეორენი აკეთებენ. რაც შეეხება საზღვრის დემარკაციას, ბატონმა პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ეს პროცესები მათ დაარეგულირეს რუსეთთან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. მე მინდა, შევაქო ის, იმიტომ რომ ეს არის რეალურად ხელისუფლება, რომელიც თავის ხალხზე ზრუნავს“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თუ რომელიმე საკითხი გადასაწყვეტია, მაშინ ამას ორი მხარე, საქართველო და აზერბაიჯანი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტს.
„თუ რაიმე საკამათო გვაქვს, მხოლოდ ორი მხარე, მოლაპარაკების მაგიდასთან გადავწყვეტთ. ჩვენ მოვახერხებთ, რომ სადემარკაციო ხაზი ყოველგვარი დიდი სკანდალის გარეშე გავავლოთ“, - განაცხადა პრემიერმა.