საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყაზახეთში მომხდარი ავიკატასტროფის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს შიმკენტთან ავიაკატასტროფის შედეგად ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისა და ეკიპაჟის წევრების დაღუპვის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“,-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ყაზახეთში ავიაკატასტროფას 27 ადამიანი ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის კუთვნილი „ან-72“ ტიპის თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უზბეკეთის საზღვართან ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 7 წევრი და სასაზღვრო სამსახურის 19 მოსამსახურე, მათ შორის პოლკოვნიკი ტურგანბეკ სტამბეკოვი.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.