ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰავაის კუნძულ ოაჰუზე საშობაო დასვენებას შეწყვეტს და დღეს საღამოს თეთრ სახლში დაბრუნდება. მიშელ ობამა და ბავშვები დასვენებას გააგრძელებენ.
ბარაკ ობამას წინ რესპუბლიკელებთან სეკვესტრის საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლპარაკებები ელოდება.
უკვე მეხუთე კვირაა თეთრი სახლის ადმინისტრაცია და კონგრესი საბიუჯეტო მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ნელ-ნელა კომპორომისებისკენ მიდიან. მილიონერებისთვის გადასახადის დაწესება-არდაწესების საკითხი მოლაპარაკებების მთავრი ქვაკუთხედად რჩება.
მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში, 2013 წლის დასაწყისში ამერიკას ბიუჯეტს ავტომატური სეკვესტრი ელოდება-1,2 ტრილიონი დოლარით ბიუჯეტის შემცირება, რის შედეგადაც, სამხედრო და სამოქალაქო სფეროებს დაფინანსება თანაბრად შეუმცირდებათ.