ჩვენ მივესალმებით მთავრობის ინიციატივას ფინანსთა მინისტრის ბრძანების შეჩერების თაობაზე, რომლის თანახმადაც მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა დროულია და უაღრესად მნიშვნელოვანია უალკოჰოლო სასმელების წარმოების დარგისა და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის და ქართული ბიზნესისთვის. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ მთავრობასთან ერთად ჩავერთოთ კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, რომლის შედეგი უნდა იყოს სახელმწიფოს, მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ პროცესთან დაკავშირებით პერმანენტულად მოვახდენთ საზოგადოების, მედიისა და დაინტერესებული მხარეების მუდმივ ინფორმირებას და ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება გამჭვირვალე და ღია.
შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“
სს „იბერია რეფრეშმენტსი“
შპს „აქვა გეო“
შპს „აიდიეს ბორჯომი საქართელო“
სს „წყალი მარგებელი“
შპს „საირმე მინერალ ვოთერს“
შპს „სიტრო“
26 დეკემბერი, 2012