ავღანეთში ამერიკის სამხედრო ბაზასთან თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ავღანელი სამართალდამცავების განცხადებით, ქალაქ ჰოსტში, ჩეპმენის ბანაკის შესასვლელთან მანქანა აფეთქდა, სამი ავღანელი მცველის გარდა, შვიდი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ისევე როგორც ავღანეთის სხვადასხვა პროვინციებში, ქალაქ ჰოსტაშიც, სადაც კოალიციის ჯარების ბაზებია განლაგებული, გაიზარდა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ თავის აფეთქების შემთხვევები.
ბოლო თვეების განმავლობაში თალიბების მიერ ქალაქ ჰოსტაში აფეთქებების შედეგად, 41-ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი, ასეულობითაა დაჭრილი.