ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახა კალაძის შეფასებით, აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების ვიზიტი ნაყოფიერად მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ კახა კალაძე სოციალურ ქსელ „facebook“ -ის საკუთარ გვერდზე წერს.
კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ენერგეტიკის დარგში.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. აზერბაიჯანი, ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ენერგეტიკის დარგში. ვიზიტი ნაყოფიერად მიმდინარეობს და მადლობელი ვართ აზერბაიჯანის პრეზიდენტის გულითადი მასპინძლობისთვის. ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვან პერსპექტივებს გვიქადის“, - წერს კალაძე.
ცნობისთვის, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანში დღეს 7-კაციანი დელეგაციით გაემგზავრა.
დელეგაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე შედიან.