ჰოლივუდის ვარსკლავმა ბენ აფლეკმა უარჰყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორი ხდება. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ Facebook-შიც დაწერა.
მისი განცხადებით, მას ძალიან უყვარს შტატი, სადაც ბავშვობიდან ცხოვრობს, ინტერესით ადევნებს თვალყურს პოლიტიურ პროცესებს, მაგრამ ოფიციალური თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.
აფლეკის განცხადებით, მას ურჩევნია დრო დაუთმოს მის საქველმოქმედო ორგანიზაციას Eastern Congo Initiative-ს, დაეხმაროს ვეტერანებს, საზოგადოების ყურადღება მიაპყროს შიმშილის პრობლემას, აგრეთვე, საზოგადოების გასართობად გამოიყენოს კინემატოგრაფი და იკამათოს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ამერიკა-ირანის ურთიერთობა.
ხმები ამერიკულ პრესაში ბენ აფლეკის სენატორად დანიშვნის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბარაკ ობამამ შტატის სენატორის ჯონ კერის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაასახელა.