თურქეთის აზრით, ტრანსანატოლიური გაზსადენი TANAP-ი Nabucco-ს რეალიზაციას შეუწყობს ხელს.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებით, TANAP-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს დასავლეთ ევროპის გაზით მომარაგებას, აგრეთვე ხელს შეუწყობს Nabucco- West-ის 1300 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის დაწყებას. ეს პროექტი თურქეთ-ბულგარეთის საზღვრიდან დაიწყება და ავსტრიის ბაუმგარტენამდე მიაღწევს.
ამ დროისთვის Nabucco-ს აქციონერები არიან ავსტრიული OMV, უნგრულიFGSZ, ბულგარულიBulgargaz, რუმინულიTransgaz, თურქული Botas და გერმანული RWE.
TANAP -ის 20%-იან წილს თურქული კომპანიები BOTAS და TPAO ფლობენ, SOCAR-ს კი 80%-იანი წილი ეკუთვნის.