რუსეთ-უკრაინის ერთობლივი საგანმანათლებლო-გასართობი პროგრამა, სატელევიზიო კონკურსის „ტეფის“ ლაურეატი გადაცემა „ყველაზე ჭკვიანი“, დაიხურა.
სატელევიზიო არხის CTC-ის განცხადებით, არხზე განახლება მიმდინარეობს, ახალი წლების შემდეგ საავტორო პროგრამები გაჩნდება, ამიტომ გადაცემა „ყველაზე ჭკვიანი“ დაიხურება.
გადაცემის წამყვანის თინა კანდელაკის განცხადებით, CTC-ი გასართობ მიმართულებას აიღებს, რაც რეკლამის განთავსების საშუალებას მისცემს მის მფლობელებს, ნიჭიერ ბავშვებს კი თავის გამოჩენის საშუალება დაეკარგებათ.
„საგანმანათლებო პროგრამების დრო დამთავრდა, საბავშვო გადაცემებში რეკლამის განთავსება შეუძლებელია, ამიტომ არხის ხელმძღვანელობას ურჩევნია გადამხდელუნარიანი გადაცემებით შეავსოს პროგრამა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ათი წლის განმავლობაში ნიჭიერი ბავშვებისთვის, ეს გახლდათ ერთადერთი საშუალება, მათ თავი წარმოეჩინათ, რომ მათ იმედი ჰქონოდათ, რომ განათლების მიღების შემთხვევაში, მათი ცხოვრება უკეთესად წარიმართებოდა. ახლა ეს ყველაფერი დამთავრდა. მე ემოციურად იმედგაცრუებული ვარ, ბრძოლის უნარიც აღარ მაქვს“,-აცხადებს თინა კანდელაკი.