თბილისში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს თანამშრომლობის ფორუმი“ შეიქმნა, რომელიც რუსეთ-საქართველოს სახალხო დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ქობალიამ განაცხადა.
„„საქართველოს თანამშრომლობის ფორუმი“ კოორდინირებას გაუწევს რუსეთ-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პოზიციებს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ფორუმს, რადგან არ შეიძლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მხოლოდ პოლიტიკოსებს შევატოვოთ ხელში. აუცილებლად უნდა არსებობდეს სახალხო დიპლომატიაც“,-აცხადებს ქობალია.
ფორუმი შემდეგ თემებზე აპირებს მუშაობას- „ ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, „ეკონომიკა და მრეწველობა“, „კონფლიქტების აღკვეთა-უსაფრთხოება ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში“, „გარემო“, „დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები“, „განათლება“, „კულტურა“.