ბოლო პერიოდში, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის ფანტაზიით გვანცვიფრებს, ის სახლობანას თამაშობს და მას ჰგონია, რომ თავის კორპორაციას მართავს.
ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ივანიშვილს ნამდვილი და კრიტიკული ოპოზიციის ყოლა არ სურს.
„მას ისეთი ოპოზიცია სურს, რომელიც ყველაფერზე კვერს დაუკრავს. ივანიშვილი პარლამენტში უმრავლესობას შეხვდა და ნაცვლად იმისა, რომ გამოწვევებზე ესაუბრა, მან დისციპლინის დამყარება სცადა და უმრავლესობას მკაცრად მოექცა“, - დასძინა მან.
ამასთან, მინაშვილმა გამოსვლისას, პროკურატურაში დაკითხვაზე იმ დეპუტატთა დაბარება გააპროტესტა, რომელთაც, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონპროექტები მოამზადეს.
ამას გარდა, მინაშვილმა კობა დავითაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მან კახა ბუცხრიკიძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უმცირესობის წევრის ხმა ციხის სკანდალურ კადრებში ისმის.
„კახა ბუცხრიკიძე მზად არის, საერთაშორისო ექსპერტიზა ჩატარდეს და თუ კობა დავითაშვილის განცხადება არ დადასტურდა, მან პარლამენტი დატოვოს“, - დასძინა მინაშვილმა.