"აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზის“ პრესსპიკერის ნადირ აზმამედოვის განცხადებით, საახალწლოდ ბაქო-თბილისის სპეციალური რეისი დაინიშნება.
როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, მგზავრთა მოთხოვნის გათვალისწინებით და „აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზის“ გადაწყვეტილებით, ტურისტული მატარებელი თბილისის მიმართულებით 28 დეკემბერს გავა ბაქოდან.
„პირველ რეისს ტურისტული მატარებელი 28 დეკემებრს გააკეთებს. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ბევრი მსურველია, ვინც საახალწლო დღეების გატარებას საქართველში გეგმავს. ყველაზე მეტი დატვირთვა 28-30 დეკემბერზე მოვა. მატარებელი ბოლო რეისს ბაქოს მიმრთულებით თბილისიდან 2 იანვარს გააკეთებს“,-აღნიშნა აზმაამედოვმა.