საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატებზე გუშინ იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდება.
სხდომა 20:00 საათზეა ჩანიშნული.
მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 143 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, აქედან საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.
სამეურვეო საბჭო არხის გენერალურ დირექტორს სწორედ აღნიშნული 5 კანდიდატიდან შეარჩევს. ესენი არიან: ნათია აბრამია, გიორგი ბარათაშვილი, თინათინ რუხაძე, ნიკოლოზ მახარაშვილი და მეგი თავდუმაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური დაახლოებით 2 კვირის წინ გახდა.
გია ჭანტურია საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.