შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული თამაზ პ-ი დააკავეს, რომელიც ამჟამად პირობით სასჯელს იხდის.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა რუსთავში, ღლონტის ქუჩაზე მცხოვრები ბეჟანიშვილების ოჯახი ცივი იარაღის გამოყენებით დააყაჩაღა. სახლში ბებია და 5 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ბოროტმოქმედმა ოჯახში მყოფ ქალბატონს დანით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები ყელისა და თავის არეში. დაზარალებულ ქალბატონს სასწრაფო სამედიცინო სტაციონარული დახმარება გაეწია. ამჟამად ის მკურნალობას სახლში განაგრძობს. მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.