თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ თანამდებობა დატოვა. ის იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოადგილე გახდა.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
„ალექსანდრე ბურჭულაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადავიდა. თეამ თავისი გაიტანა და ალექსანდრე წაგვართვა. ჩემს უწყებაში კი ბურჭულაძის ფუნქციებს ზაზა ბროლაძე შეითავსებს" - განაცხადა ალასანიამ.
ალექსანდრე ბურჭულაძეს ირაკლი ალასანიას მოადგილის თანამდებობა 31 ოქტომბრიდან ეკავა.