არაბი მონარქები მონარქიულ კავშირს ქმნიან

არაბი მონარქები მონარქიულ კავშირს ქმნიან

ბაჰრეინის დედაქლაქ მანამაში სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების მონარქები შეიკრიბნენ. კონფერნციის მთავარი თემა გაერთიანებული მონარქიული კავშირის შექმნა გახლდათ.

ეს იდეა არაბ მონარქებს 1981 წლიდან აწუხებთ, თუმცა ბოლო პერიოდში სპარსეთის ყურეში განვითრებულმა მოვლენებმა და ირანის პოლიტიკამ არაბებს ამ იდეის განხორციელებისკენ უბიძგა.

გარდა ამისა,დაძაბულობა იზრდება სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს შიგნითაც- შიიტი მოსახლეობა სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოდის საკუთრი უფლებების დასაცავად, ამას ბაჰრეინის  საპროტესტო აქციები და ქუვეითის საპარლამენტო არჩევნებიც მოწმობს.

არაბ მონარქთა გადაწყვეტილებით,მონარქიის შექმნა გაუადვილებს  მათ პოლიტიკური სიტუაციის კონტროლს აღმოსავლეთში, აგრეთვე სამხედრო საშიშროების შემთხევვაში,მათ საშუალება ექნებათ ამა თუ იმ ქვეყანაში სიტუაციის დასარეგულირებლად.

საუდიის არაბეთი და ქუვეითი აქტიურად ეხმარება სირიის აჯანყებულებსაც, რადგან ბაშარ ასადის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, არაბი მონარქების მიმართ ლოიალური განწყობა შენარჩუნდეს ქვეყანაში.