აკდენიზის უნივერსიტეტის თურქი არქეოლოგი ნევზათ ჩევიკი ვატიკანს სანტა კლაუსის-წმინდა ნიკოლოზის იმ ნაწილების დაბრუნებას სთხოვს, რომელიც „თურქებს 1807 წელს მოპარეს“.
ჩევიკის განცხადებით, ვატიკანი ალბა წინააღმდეგი იქნება, თუმცა ქალაქ ბარიში დამარხული წმინდა ნიკოლოზის ნაწილები, თურქეთში უნდა დაბრუნდეს.
„იმ პერიოდში,როდესაც წმინდა ნიკოლოზი ქრისტიანობას ავრცელებდა,ისლამი ჯერ კიდევ არ იყო.წმინდა ნიკოლოზი ისლამისტური სამყაროსთვისაც მნიშვნელოვანია. იგი ანატოლიაში დაიბადა და გარდაიცვალა. დღეისთვის მსოფლიოში მისი სახელობის 2 000-ზე მეტი ეკლესიაა. ცუდია,როდესაც წმინდა ნიკოლოზის ნაწილები აქედან წაიღეს,დღეისთვის ის ქალაქ ბარში ინახება, ვატიკანი ალბათ არ მოისურვებს ნაწილების დაბრუნებას, ის იქ უნდა ინახებოდეს, სადაც დამარხული იყო.
ქრისტიანები ალბათ იტყვიან,რომ თურქები მუსულმანები არიან და რად უნდათ ჩვენი წმინდანის ნაწილებიო,მაგრამ ჩვენ გვინდა ჩვენს საკუთრებას ჩვენ თვითონ მოვუაროთ“,–აცხადებს პროფესორი.