იაპონიის რამდენიმე რაიონში ქვეყნისთვის უჩვეულო ყინვები დაფიქსირდა.ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი ყინვების და ქარიშხლის შესახებ აფრთხილებს.
კუნძულ ჰოკაიდოზე ჰაერის ტემპერატურამ -28,4 გრადუსს მიაღწია. ეს ცელსიუის ქვემოთ ყველაზე მაქსიმალური მაჩვენებელია ქვეყნის ისტორიაში.
სინოპტიკოსთა განცხადებით, წლის ბოლომდე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი მთელ იაპონიაში.
კუნძულ ჰოსიუზე ტემპერატურის –30 გრადუსამდე დაცემას, 80 სანტიმეტრ თოვლის საფარს და ქარიშხალს ელოდებიან.
ჰონსიუს პრეფექტურის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ქუჩაში არ გამოვიდნენ.