თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ამერიკელების ორივე პეტიციას უპასუხა. პასუხში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია შეშფოთებულია რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონით, რომელიც ამერიკელებისთვის რუსი ბავშვების შვილად აყვანას კრძალავს.
ადმინისტრაცია ასევე შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ხელისუფლების მიერ რუსული სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისთვის ხელის შეშლის გამო, რომელიც რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამერიკულ დაფინანსებას უწყვეტს. ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, ის რუსეთთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს გააგრძელებს.
ამერიკელებმა ხელისუფლებას ორი პეტიციით მიმართეს. ერთი პეტიცია თეთრი სახლის ადმინისტრაციას გაუგზავნეს, რომელსაც ხელს12 000 -ზე მეტი ამერიკელი აწერს. მეორე პეტიცია კი სოციალურ ქსელებში We the People -ის სახელწოდებით გავრცელდა. We the People -ის პეტიციას ხელს 60000-ზე მეტი ამერიკელი აწერს.