ზუგდიდში მცხოვრებ დევნილთა პრობლემები შესწავლილი და შეძლებისდაგვარად მოგვარებული იქნება.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა და საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა.
„მოქალაქეები, რომლებიც დღეს დილიდან პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილნი, მათ ბიუროს რამდენიმე წევრი შეხვდა და ირაკლი ტრიპოლსკიმ ისინი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან დააკავშირა. არის თხოვნა, რომ მათი პრობლემები იყოს შესწავლილი და შეძლებისდაგვარად მოგვარებული. პარლამენტმა მათი საკითხები განიხილა და ამ საკითხებზე, სათანადო უწყებები მუშაობენ“, - დასძინა სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ, აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ, რომელიც ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ ის სოციალური დახმარებები ვერ მიიღეს, რომელიც თბილისში დევნილებს დაურიგდათ და მათ სოციალური