რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის ხანმოკლე ვიზიტი ინდოეთში ნაყოფიერი აღმოჩნდა რუსეთისთვის.
ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერმინისტრთან მანმოჰან სინგხემთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ,კონტრაქტი კი 2 მილიარდ ევროს ითვლის.
ინდოეთი რუსეთისგან 71 ერთეულ სამხედრო ვერტმფრენ Ми-17В-5–ს და 42 ერთეულ გამანადგურებელ СУ-30МКИ–ს შეისყიდის.
დღეისთვის ინდოეთი იარაღის ერთ–ერთი მსხვილი იმპორტიორია მსოფლიოში, იარაღის 70%–ს ის რუსეთისგან ყიდულობს.