იტალიის გადამდგარმა ექსპრემიერმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის აპირებს კენჭი იყაროს პრემიერის არჩევნებზე,მხოლოდ არა როგორც იტალიის რომელიმე პარტიის წარმომადგენელმა,არამედ როგროც დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, რომლის პროგრამსაც მხარს დაუჭერენ იტალიელი პოლიტიკოსები.
ექსპერტთა განცხადებით, მარიო მონტის ახალ პროგრამას იტალიის პოლიტიკის გეოგრაფიის შეცვლა შეუძლია, რადგან მისი პროგრამა ეხება როგორც მემარცხენეებს, მემარჯვნეებს, ასევე ცენტრისტებს.
იტალიელები კამყოფილნი არიან მონტის გადაწყვეტილებით და აცხადებენ, რომ მონტი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც იტალიისთვის წარმატების მოტანა შეუძლია.
იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 24–25 თებერვალს გაიმართება.