საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო იანვარში თვდაცვისა და შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმას წარადგენს.
ალასანიას თქმით, შეიარაღებული ძალების განვითარებისა და რეფორმების პროექტი თითქმის მზად არის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში კარიერული წინსვლის სისტემა, რომელიც აქამდე არ გვქონდა, ძალიან სწორად იყოს ჩამოყალიბებული. ეს არის გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესი და ჩვენ იანვარში უკვე წარმოგიდგენთ ზოგადად თავდაცვის და შეიარაღებული ძალების განვითარების იმ საშუალოვადიან მოდელს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გაწერს, თუ რა გაკეთდება და როგორი რეფორმა განხორციელდება ჩვენს უწყებაში ყოველ თვე. ასეთი მცდელობები რამდენადაც ვიცი ადრეც იყო, თუმცა წარმატებით ბოლომდე არ მივიდა, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკური ნება არ იყო. ახლა უკვე პოლიტიკური ნება არსებობს. ქართული არმია არის პოლიტიკის მიღმა და ყველა პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით იმაში, რომ ჩვენს არმიას განვითარებაში უნდა შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ალასანიამ.