"გაყიდვების მართვის კომპანია", რომელიც ფლობს ნიშანს _ "აირჩიე ქართული!" არაალკოჰოლურისასმელების და მინერალური წყლების სავალდებულო მარკირებას აპროტესტებს და მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს, ფინანსთასამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას მოახდინონ ამ ცვლილების შეჩერება და განცხადებასავრცელებს:
"შეგახსენებთ: 2013 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომლის შედეგადაც შესაძლო აარაალკოჰოლური სასმელებიგაძვირდეს.
კერძოდ, 2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში განისაზღვრა არააქციზური საქონლი სმარკირების სავალდებულო წესი. თავად #996 ბრძანება კი საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.
მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათშორის მინერალური და მტკნარი წყლები). შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულომარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და მინერალური დამტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში. საერთო ჯამშიკი, მხოლოდ ერთი საწარმოსთვის, გადასახადმა, შესაძლოა, მილიონსაც გადააჭარბოს.
ელექტრონულ მარკირებას საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარული კომპანია "SICPA" განახორციელებს, რომელსაც არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი, ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების საფასურსგადაუხდის.
"გაყიდვების მართვის კომპანია’" მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება უარყოფითად აისახება როგორცამ სექტორში მოქმედი კომპანიების გაყიდვებსა და შემოსავლებზე, ასევემომხმარებელზე:
ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტარიფები არის დამატებითი საგადასახადო ტვირთი, კომპანიებს უძვირდებათ პროდუქციის თვითღირებულება, რაც უნდა აისახოს ფასში ანკომპანიებმა შეამცირონ მოგების მარჟა, გაძვირებული პროდუქცია ნიშნავს უფრო ნაკლებ გაყიდვებს, რადგან ეს სექტორი მგრძნობიარეა ნებისმიერი საფასო ცვლილების მიმართ. ეს ცვლილება განსაკუთრებით დააზარალებს მცირე კომპანიებს, რომლებიც ამ სექტორში მოქმედებენ, მათთვის დამატებითი ხარჯების გაწევა ფინანსური რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარე, უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ უალკოჰოლო სასმელები და მინერალური წყლები ექსპორტში მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი, პოტენციალი კიდევ უფრო მეტი აქვს, ნებისმიერი ფასის გაძვირება უარყოფითად აისახება საქართველოში წარმოებული ამ პროდუქციის კონკურენტუნარიანობასა და საექსპორტოგაყიდვებზე.
ჩვენ არ მიგვაჩნია გამართლებულად არგუმენტი _ პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვის მოტივაცია, რადგან მიგვაჩნია, რომ ამსექტორში ფალსიფიკაციის პრობლემა არდგას. თუ ეს საკითხი გახდება აქტუალური, ბაზარზე მოქმედი ძირითადი მოთამაშეები ამ საკითხის გადაჭრას ერთმანეთში შეთანხმებით ან თვითრეგულირებით შეძლებენ. თუ ფინანსთა სამინისტრო თვლის, რომ რომელიმე კომპანიას აქვს აღურიცხავი პროდუქცია, მას მისი შემოწმებისთვის ყველა ბერკეტი და რესურსი გააჩნია, ამიტომ დამატებითი რეგულაციის შემოტანა აქ აბსოლუტურად გაუმართლებელია.
ცალკე საკითხია ბიუჯეტში ცვლილების შედეგად მისაღები ფისკალური ეფექტი, რომელიც ნულის ტოლია, კომპანიების მიერ გაღებულ მთელ ხარჯს შემოსავლის სახით შვეიცარიულიკომპანია მიიღებს, რომელიც ამ ტექნიკური ცვლილების სერვისს კომპანიებს სთავაზობს. ეს საკითხიციწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. "გაყიდვების მართვისკომპანია" თვლის, რომ ცვლილება აუცილებლად უნდა იქნას შეჩერებული, რადგან სექტორის განვითარება გაგრძლედეს არ შეიზღუდოს დამატებითი ხარჯებით," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
,,გაყიდვების მართვის კომპანია’’ 2012 წელს შეიქნა, მისი მიზანია რეგიონებში თბილისში არსებულ მცირეკ ომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ხარისხიან პროდუქციას შესთავაზოს გაყიდვების მენეჯმენტი, მარკეტინგი, რეკლამა და მომხმარებლის გააცნოს მათი პროდუქტი. ამ დროისათვის კომპანიის პორტფელში 4 პროდუქტია: მაჭახელას ნატურალური თაფლი (აჭარა), შპს ,,აგროექსპორტის’’ მიერ წარმოებულიპრემიუმ კლასისჩაი (აჭარა), შპს ,,ციტროს’’ მიერ წარმოებული ციტრუსის ნატურალური წვენები ,,ლივო’’ (აჭარა) და ჩაის უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელი ,,ბახმარო’’.