ამერიკაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი ითხოვენ სენატის მიერ მიღებულ „მაგნიტსკის სიაში“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი და გვარი მოხვდეს. აერიკელებმა ამერიკის პრეზიდენტს განცხადება უკვე გაუგზავნეს, რომელსაც 3000-მა კაცმა მოაწერა ხელი. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დუმა „დიმა იაკოვლევის ლანონს“ დაამტკიცებს, სიაში რუსეთის პრეზიდენტიც უნდა ჩაეწეროს. იმისთვის, რომ განცხადება განიხილონ, 25 000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.
ამერიკულ სოციალურ ქსელებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხელმოწერები, „მაგნიტსკის სიის“ იმ რუსი დეპუტატების გვარებით შევსებაზე, ვინც „დიმა იაკოვლევის კანონს“ ხელი მოაწერა. ამ განცხადებას ჯერჯერობით 46 000 ამერიკელი შეუერთდა.
„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, აღშფოთებულები ვართ რუსი დეპუტატების მოქმედებით, რომელთაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს, მათ არ ეყოთ პასიხისმგებლობა და დარტმის ქვეშ დააყენეს ათასობით რუსი ობოლი ბავშვის, მათ შორის ინვალიდის და ავადმყოფის მომავალი, რომელთაც გამოჯანმრთელების შანსი დაუკარგეს იმ შემთხვევაში, თუ შვილად აყვანის კანონს რუსი დეპუტატები დაამტკიცებენ“,-ნათქვამია სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში.