ბაქო: ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას კოლოსალური სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია

ბაქო: ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას კოლოსალური სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია

აზერბაიჯანი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალთან დაკავშირებით, რომლის მნიშვნელობაშიც პრემიერმა ეჭვი შეიტანა.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პროექტის რეალიზაციისთვის აზერბაიჯანმა ქართულ მხარეს 775 მილიონი დოლარი  გამოუყო.


„ბაქო-თბილისი-ყარსის“  სარკინიგზო მაგისტრალი რეგიონალური და მსოფლიო მასშტაბისაა და  კოლოსალური სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია, ამ პროექტის იურიდიულ საფუძველს თურქეთის,საქართველოს და აზერბაიჯანის შეთანხმება წარმოადგენს, რომელთაც პასუხისმგებლობა აიღეს, პროექტის განხორციელებისთვის.

გარდა ამისა, აზერბაიჯანმა პროექტის რეალიზაციისთვის, ქართულ მხარეს მხარეს 775 მილიონი დოლარი  გამოუყო.

აზერბაიჯანი დარწმუნებულია, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, იგი რეგიონალური უსაფრთხოების ნაწილი გახდება“,- განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნამიგ ჰასანოვმა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს იმედი აქვს, რომ საქართველო პასუხისგებით მიუდგება ამ პროექტის მშენებლობის გაგრძელებას.